„ქუთაისის“ კალათბურთელი გიორგი კორსანტია ფიბა ევროპის თასის მესამე ტურის MVP-ის ტიტულისთვის იბრძვის.
ქართველმა კალათბურთელმა ბულგარულ „ბალკანთან“ შეხვედრაში 27 ქულა, 11 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 31-ს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ ტურში ამაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი არავის ჰქონია.
ტურის MVP-ის ტიტულისთვის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოკითხვაც მიმდინარეობს, ხუთ კანდიდატს შორის კორსანტიაც არის, მაგრამ ამ დროისთვის მას ორი კონკურენტი უსწრებს ხმების რაოდენობით.
ფიბა ევროპის თასზე „ქუთაისს“ სამ ტურში ერთი მოგება და ორი წაგება აქვს.