ფეხბურთი

11:05 | 25.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტიბო კურტუამ შეიძლება 3-4 კვირა ვერ ითამაშოს

მადრიდის „რეალის“ მეკარემ ტიბო კურტუამ შეიძლება ერთი თვის განმავლობაში ვერ ითამაშოს.

„დორტმუნდთან“ შეხვედრაში ბელგიელმა კიპერმა კუნთის დაზიანება მიიღო, რის გამოც ვარაუდობენ, რომ 3-4 კვირა გაუცდება. კურტუა „ელ კლასიკოში“ „ბარსელონას“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

ტიბო კურტუამ მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაუშვა და ოთხჯერ კარი მშრალად შეინახა.

0.118731