ფეხბურთი

11:40 | 25.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

რიკარდო კალაფიორი მძიმე ტრავმას გადაურჩა

ლონდონის „არსენალის“ მცველის რიკარდო კალაფიორის ტრავმა ისეთი სერიოზული არ გამოდგა, როგორც ვარაუდობდნენ.

იტალიელმა მუხლის ტრავმა „შახტართან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიიღო და არსებობდა შიში, რომ დაზიანება ძალიან სერიოზული იყო, მაგრამ სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ტრავმა მძიმე არაა და რიკარდო მოედანზე რამდენიმე კვირაში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ „არსენალმა“ რიკარდო კალაფიორი გასულ ზაფხულს „ბოლონიადან“ დაიმატა და მიმდინარე სეზონში 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

0.11832