ფეხბურთი

1:15 | 25.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს და "მარსელის" ყოფილი ფეხბურთელი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა

პსჟ-ს, „მარსელის“ და მაროკოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი აბდელაზიზ ბარადა 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მაროკოული მედიის ცნობით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ბარადა პსჟ-ს მეორე გუნდში გამოდიოდა, შემდეგ „ხეტაფეში“, „ალ-ჯაზირაში", „მარსელში“, „ალ-ნასრში“, „ანტალიასპორში“ და „ხიმნასტიკში“ ითამაშა.

მაროკოს ნაკრებში მან 28 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2013 წელს აფრიკის თასზე ითამაშა, სადაც 2 საგოლე პასით გამოირჩა.

0.113306