ესპანეთის ლა ლიგა 2-ში „ლევანტემ“ მოუგებელი სერია შეწყვიტა და მე-11 ტურში ლა კორუნიის „დეპორტივო“ 2:1 დაამარცხა.
პირველივე ტაიმში ივან რომერომ დუბლი შეასრულა, რაც გადამწყვეტი გამოდგა. მეორე ნახევარში სტუმრებმა მხოლოდ ერთი გოლის გაქვითვა მოახერხეს.
გიორგი ქოჩორაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ყვითელი ბარათი მიიღო. ქართველი 66-ე წუთზე ახლოს იყო გოლთან, მაგრამ კარგი პოზიციიდან მცირედით არაზუსტად დაარტყა.
„ლევანტე“ 18 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 27 ოქტომბერს, „გრანადას“ ესტუმრება, სადაც გიორგი წიტაიშვილი თამაშობს.