ფეხბურთი

19:56 | 24.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

მარკუს ტურამი: "მამაჩემი "იუვენტუსს" უგულშემატკივრებს"

მილანის „ინტერის“ ფეხბურთელმა მარკუს ტურამმა „იუვენტუსთან“ მატჩზე ისაუბრა, რომელიც მისთვის განსაკუთრებული იქნება, რადგან მისი ძმის წინააღმდეგ ითამაშებს.

ლილიან ტურამის ვაჟმა აღნიშნა, რომ მამამისი „იუვენტუსს“ უქომაგებს:

„ფანტასტიკური თამაში იქნება, მთელი ჩემი ოჯახი „სან სიროზე“ იქნება. მამაჩემი აუცილებლად „იუვენტუსს“ უგულშემატკივრებს, რადგან იქ თამაშობდა და მათი გულშემატკივარია. თანაც, ჩემი პატარა ძმა იქ თამაშობს“, - თქვა ტურამმა.

შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩი 27 ოქტომბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

0.116036