ფეხბურთი

16:54 | 24.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: "მსაჯმა საშინელი შეცდომა დაუშვა, ამიხსენით, ეს პენალტი რატომ იყო"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „ლილთან“ მატჩის შემდეგ მსაჯების შეცდომაზე ისაუბრა.

ესპანური კლუბის კარში დანიშნული პენალტი ძალიან საეჭვო იყო, რაზეც არგენტინელმა კომენტარი გააკეთა:

„პენალტი არ იყო, არაფერი იყო. მსაჯმა მითხრა, რომ იყო, მაგრამ ამიხსენით, რატომ იყო პენალტი! არ იყო ხელით თამაში, არ ყოფილა ბიძგი... იმედია, უეფა იტყვის, რომ მსაჯი სწორად მოიქცა და VAR-ი ამიტომ არ დაეხმარა. იმედი მაქვს, რომ გარკვეულ შეცდომებს მსაჯები ჩვენს სასარგებლოდაც დაუშვებენ. მსაჯის და VAR-ის საშინელ შეცდომამდე გოლების გატანა დაგვაკლდა, როცა ამის გაკეთება შეგვეძლო. ამიტომ, ამ მარცხს ორი ახსნა აქვს. ჩემპიონთა ლიგაზე რთულ მომენტში ვარ, ორი თამაში წავაგეთ და 7 გოლი გავუშვით“, - თქვა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკომ“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ორი მატჩი წააგო - 0:4 „ბენფიკასთან“ და 1:3 „ლილთან“, ხოლო მანამდე „ლაიფციგი“ 2:1 დაამარცხა, შესაბამისად, 3 ქულა აქვს მოპოვებული.

0.118822