ფეხბურთი

14:12 | 24.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ საკლუბო რეკორდი დაამყარა

„ლივერპულმა“ მოიგო თავისი პირველი ექვსი გასვლითი მატჩი სეზონში, პირველად კლუბის ისტორიაში და ასევე გახდა პირველი ინგლისური პრემიერლიგის გუნდი, რომელმაც მიაღწია ამას „მანჩესტერ სიტის“ შემდეგ 2017/2018 წლების სეზონში - გვამცნობს OptaJoe სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-3 ტურის მატჩში „ლივერპულმა“ „ლაიპციგი“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა. არნე სლოტის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში სამივე პირველი მატჩი მოიგო და ცხრა ქულით მეორე ადგილზეა. ცხრილს „ასტონ ვილა“ ლიდერობს.

ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მატჩში „ლივერპული“ ლევერკუზენის „ბაიერს“ დაუპირისპირდება. თამაში 5 ნოემბერს გაიმართება.

თეგებილივერპული
0.121944