ფეხბურთი

13:39 | 24.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ერლინგ ჰოლანდი ჩემპიონთა ლიგის გოლებით დიდიე დროგბას დაეწია. თან 50 მატჩით ნაკლები ჩაატარა

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა ჩემპიონთა ლიგაში 44 გოლი გაიტანა და მთავარ ევროტურნირში ბომბარდირთა სიაში მე-16 ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელმა ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-3 ტურის მატჩში პრაღის „სპარტასთან“ (5:0) დუბლი გაიფორმა.

Squawka-ს ცნობით, 24 წლის ნორვეგიელი შემტევი ამ მაჩვენებლით ცნობილ ივუარელ ფორვარდს დიდიე დროგბას (44) დაეწია. თუმცა, ნორვეგიელმა ტურნირზე მხოლოდ 42 თამაში ჩაატარა. „ჩელსის“ ყოფილმა ფორვარდმა კი - 92.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა საკლუბო და ეროვნულ ნაკრებში 16 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 16 ბურთი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.11636