ფეხბურთი

12:07 | 24.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულის“ მწვრთნელმა სლოტმა „ლაიპციგთან“ გამარჯვება შეაფასა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-3 ტურის „ლაიპციგთან“ მატჩის შედეგი (1:0) შეაჯამა.

„ვფიქრობ, თამაში კარგად არ დავიწყეთ, მაგრამ ამის შემდეგ ყველაფერი მომეწონა, რაც ვნახე. მეტოქეზე ძლიერები ვიყავით მოედნის ცენტრში, გავუმკლავდით ლაიპციგელთა პრესინგს, შევქმენით მომენტები და ა.შ. ამის შედეგი იყო გატანილი გოლი. სამწუხაროა, რომ მხოლოდ ერთი იყო, რადგან თამაშის ბოლოს პრობლემები შეგვექმნა.“- ციტირებს სლოტის სიტყვებს „ლივერპულის“ ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა „ლივერპულმა“ ანგარიშით 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლი დარვინ ნუნიესმა, მოჰამედ სალაჰის პასით გაიტანა.

0.112014