ფეხბურთი

0:22 | 24.10.2024 | ნანახია NaN - ჯერ

ვინისიუსი: "რეალში" სამუდამოდ დარჩენა და ჩემპიონთა ლიგის კიდევ მოგება მინდა"

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა ვინისიუსმა განაცხადა, რომ ესპანურ კლუბში დარჩენა კარიერის ბოლომდე სურს.

როგორც მან აღნიშნა, მას „სამეფო კლუბში“ ისტორიის დაწერა უნდა, როგორც ეს სხვა ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა გააკეთეს.

„რეალი“ მიყვარს და მინდა აქ სამუდამოდ დავრჩე. მსურს, ჩემპიონთა ლიგა კიდევ ერთხელ მოვიგო, დავწერო ისტორია, როგორც ეს რობერტო კარლოსმა, მარსელომ, კაზემირომ და რონალდომ მოახერხეს. „ოქროს ბურთი“? იმედი მაქვს, რომ ორშაბათს ყველა ბრაზილიელის მხარდაჭერა მექნება“, - თქვა ვინისიუსმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066468