კალათბურთი

22:13 | 23.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასზე პირველი თამაში მოიგო

ფიბა ევროპის თასზე საქართველოს ჩემპიონმა „ქუთაისმა“ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

კოტე ტუღუშის გუნდმა მესამე ტურში სტუმრად ბულგარული „ბალკანი“ დაძაბულ ბრძოლაში 86:78 დაამარცხა.

ბულგარელებმა თამაში კარგად დაიწყეს და პირველი პერიოდი 8 ქულით მოიგეს, ხოლო ბოლო მეოთხედის წინ 4-ქულიან უპირატესობას ფლობდნენ. თუმცა, „ქუთაისმა“ გადამწყვეტ პერიოდში მეტოქეს აჯობა (12 ქულით), რითაც საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვა.

„ქუთაისის“ რიგებში საუკეთესო გიორგი კორსანტია იყო, რომელმაც 27 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. ბექა ბექაურმა გუნდს 10 ქულა შესძინა, 16 ქულით, 8 მოხსნით და 7 პასით გამოირჩა ელიჯა ჯოინერი, ხოლო მარკილ სმიტმა 16 ქულას მოუყარა თავი.

„ქუთაისი“ J ჯგუფში სამი ტურის შემდეგ 1 მოგებით და 2 წაგებით ჯგუფში მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 30 ოქტომბერს, „პრიევიძას“ უმასპინძლებს.

„ბალკანი“ – „ქუთაისი“ 78:86 (19:11, 17:17, 25:29, 17:29)

0.117089