ფეხბურთი

21:27 | 23.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბაქოს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა სურს

ჩემპიონთა ლიგის ფინალი შეიძლება აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართოს.

როგორც უეფას ვებგვერდი იტყობინება, ამ დროისთვის, 2027 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის სურვილი ორმა ქალაქმა გამოხატა - ბაქომ და მადრიდმა.

განაცხადი შესულია ბაქოს ოლიმპიური სტადიონის და მადრიდის „ატლეტიკოს“ არენის, „ვანდა მეტროპოლიტანოს“ შესახებ.

თუმცა, 2024 წლის მარტამდე შეიძლება მსურველების რაოდენობა გაიზარდოს, ხოლო უეფა მასპინძელს მაისში შეარჩევს.

„ვანდა მეტროპოლიტანოზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2019 წელს უკვე ჩატარდა, როცა „ლივერპულმა“ „ტოტენჰემი“ დაამარცხა, ხოლო ბაქოში იმავე წელს ევროპა ლიგის ფინალი გაიმართა.

0.12223