ტურინის „იუვენტუსმა“ მატია პერინს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. 31 წლის იტალიელი მეკარე ტურინელთა კარს 2027 წლის ზაფხულამდე დაიცავს.
„იუვენტუსმა“ პერინი 2018 წელს „ჯენოადან“ შეიძინა და მას შემდეგ მეორე მეკარის როლით კმაყოფილდება. ამ დრომდე პერინმა „ბიანკონერიში“ 51 მატჩი ჩაატარა.
მატია პერინს კარიერის განმავლობაში „იუვენტუსის“ გარდა, „პადოვაში“, „პესკარასა“ და „ჯენოაში“ აქვს ნათამაშები.