საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და ტურნირზე შემორჩენილი ოთხი გუნდი დაწყვილდა.
ნახევარფინალში „დინამო თბილისი“ ფოთის „კოლხეთს“ შეხვდება, ხოლო „სპაერი“ „გაგრას“ დაუპირისპირდება და ფინალისტების ვინაობა გაირკვევა.
ნახევარფინალური შეხვედრები 5 ნოემბერს გაიმართება, ხოლო ფინალური მატჩი, რომელსაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს, 5 დეკემბერს შედგება.