სხვა

11:00 | 23.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ცხოვრებაძის ოთხი გოლი ევროპის ლიგაზე

ხელბურთში, ევროპის ლიგის მესამე ტურში „გუმერსხბახმა“, სადაც გიორგი ცხოვრებაძე თამაშობს, „ტულუზი“ საკუთარ მოედანზე 33:26 დაამარცხა.

ქართველმა ხელბურთელმა ისევ კარგი თამაში ჩაატარა და თავის გუნდს 4 გოლით დაეხმარა. პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა, ხოლო მეორე ნახევარში გერმანელებმა უპირატესობა მოიპოვეს, რაც გადამწყვეტი გამოდგა.

„გუმერსბახი“ ჯგუფში სამი მოგებით ლიდერია და მომდევნო ტურში 29 ოქტომბერს, სტუმრად „ტულუზს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.62112