ლონდონის „არსენალს“ რიკარდო კალაფიორი გამოაკლდა. იტალიელმა მცველმა მუხლის ტრავმა დონეცკის „შახტართან“ მატჩში მიიღო.
ჯერჯერობით, ზუსტი დიაგნოზი უცნობია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ტრავმა ძალიან სერიოზულია. ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ მატჩის შემდეგ თქვა, რომ მოლოდინი კარგი არ არის.
შეგახსენებთ, რომ რიკარდო კალაფიორი „არსენალმა“ მიმდინარე სეზონის წინ „ბოლონიადან“ შეიძინა და იტალიელმა 10 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.