მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ვინისიუსის შესახებ ისაუბრა, რომელმაც „დორტმუნდთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა.
„ვფიქრობ, რომ ვინისიუსი ოქროს ბურთს მოიგებს, მაგრამ არა იმიტომ, რაც დღეს საღამოს გააკეთა. დღევანდელი ჰეთ-თრიქი მომდევნო წელს ოქროს ბურთის მოსაგებად დასჭირდება“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის გამარჯვებულს France Football-ი 28 ოქტომბერს დაასახელებს.