ფეხბურთი

22:05 | 22.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" შეთავაზება და კვარაცხელიას მოთხოვნა: ნიკოლო სკირა კონტრაქტის დეტალებზე

იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა „ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას შორის კონტრაქტზე მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალებზე წერს.

როგორც ის იტყობინება, უახლოეს ხანში მხარეებს შორის შეხვედრაა მოსალოდნელი, რათა კონტრაქტის 2029 წლამდე განახლებაზე შეთანხმდნენ, 2030 წლამდე გახანგრძლივების პერსპექტივით.

„ნაპოლის“ შეთავაზებაა სეზონში 5.5 მილიონი ევრო, ხოლო ფეხბურთელი 8 მილიონ ევროს ითხოვს, ან 7 მილიონს და +1 მილიონს ბონუსად. სკირას ცნობით, კონტრაქტში შეიძლება გამოსასყიდი პუნქტიც ჩაიდოს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და ის ამჟამად გუნდში 1.5 მილიონი ევროთი გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

0.125262