ფეხბურთი

20:30 | 22.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

Mediaset: პსჟ-ს 11 მილიონზე უარის თქმა კვარაცხელიას და "ნაპოლის" ურთიერთობას ლოდივით ადევს

იტალიური გამოცემა Sportmediaset-ი ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის საკითხს გამოეხმაურა. როგორც ეს წყარო იტყობინება, ზაფხულში პსჟ კვარას სეზონში 11 მილიონს სთავაზობდა, მაგრამ კლუბმა ის საფრანგეთში არ გაყიდა.

„სკუდეტოს მოგების შემდეგ ქართველი კონტრაქტის სერიოზულ გაუმჯობესებას ელოდა, მაგრამ ჯერჯერობით თავდაპირველი კონტრაქტით თამაშობს. გასულ ზაფხულს პსჟ-მ მას 11 მილიონი ევრო შესთავაზა სეზონში, თუმცა კონტემ და დე ლაურენტისმა ის არ გაუშვეს. ტრანსფერზე უარის თქმამ ახალი ბიძგი არ მისცა კონტრაქტის განახლებას, რაც დღესაც ლოდივით ადევს კლუბისა და ფეხბურთელის ურთიერთობას“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და ის ამჟამად გუნდში 1.5 მილიონი ევროთი გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

0.11808