ფეხბურთი

20:58 | 22.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნერეში: "მას შემდეგ, რაც ვარჯიშებზე ვნახე, კვარაცხელიაზე სხვა პასუხის გაცემა არ შემიძლია"

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა დავიდ ნერეშმა ხვიჩა კვარაცხელიაზე მოკლე კომენტარი გააკეთა.

როგორც ბრაზილიელმა თქვა, კვარაცხელია უმაღლესი დონის ფეხბურთელია და ყველა ასე ფიქრობს:

„ვფიქრობ და ყველა ასე ფიქრობს, რომ ის ტოპ კლასის ფეხბურთელია. მას შემდეგ, რაც ვარჯიშებზე და მოედანზე ვნახე, სხვა პასუხი არც არსებობს“, - თქვა ნერეშმა.

შეგახსენებთ, რომ დავიდ ნერეში „ნაპოლის“ მიმდინარე სეზონის წინ ლისაბონის „ბენფიკადან“ შეუერთდა.

1.205116