ფეხბურთი

20:02 | 22.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

კოლოვატი: "კვარაცხელიას კონტრაქტზე დე ლაურენტისს ვეთანხმები, შეუცვლელი არავინაა"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ფულვიო კოლოვატიმ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ის ეთანხმება აურელიო დე ლაურენტისს და ფიქრობს, რომ შეუცვლელი ფეხბურთელი მხოლოდ დიეგო მარადონა იყო.

„მე მთლიანად დე ლაურენტისის მხარეს ვარ. „ნაპოლიმ“ წარსულში უარი თქვა კავანიზე, კულიბალიზე, ინსინიეზე, იგუაინზე, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის გადიოდა, ერთხელ სკუდეტოც მოიგო. შეუცვლელი მხოლოდ ერთი ფეხბურთელი იყო - მარადონა. გახანგრძლივების საკითხით ავლენს „ნაპოლის“ მაისურზე თავის მიჯაჭვულობას. ფეხბურთელების ცხოვრებაში წელიწადში ზედმეტი 1 მილიონი ევრო არაფერს ცვლის“, - თქვა კოლოვატიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და ის ამჟამად გუნდში 1.5 მილიონი ევროთი გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

0.110027