ფეხბურთი

21:29 | 22.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

კვერნაძის "ფროზინონედან" მწვრთნელი გაათავისუფლეს

„ფროზინონედან“, სადაც გიორგი კვერნაძე თამაშობს, მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო ვივარინი დაითხოვეს.

იტალიელი სპეციალისტის გათავისუფლების მიზეზი წარუმატებელი შედეგები გახდა, რადგან „ფროზინონე“ სერია B-ში 9 ტურის შემდეგ მხოლოდ 6 ქულით ბოლო ადგილზეა. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ იქნება მისი შემცვლელი.

„ფროზინონე“ გასულ სეზონში სერია A-ში თამაშობდა და სეზონი ისევ ელიტაში დაბრუნების იმედით დაიწყო, მაგრამ სტარტი კოშმარული აქვს და ბოლო პოზიციაზეა.

0.114037