ფეხბურთი

18:38 | 22.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გულიაშვილი: "ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქართველი გულშემატკივარი გავახარო"

„სარაევოს“ ვებგვერდზე გიორგი გულიაშვილის მოკლე ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც მან კლუბში თავის სეზონზე და ასევე, საქართველოს ნაკრებში გამოძახებაზე ისაუბრა.

„გულშემატკივრებმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს? ეს ჩემთვის დიდი პატივია და დამატებით მოტივაციას მაძლევს სამუშაოდ. რაც შეეხება გულშემატკივრების მხრიდან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებას, ყოველთვის ვგრძნობ მხარდაჭერას და მინდა გადავუხადო ყველას, ძალიან სასიამოვნოა ტრიბუნებზე ჩემი ქვეყნის დროშების ნახვა.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს გუნდს გოლებით და საგოლე პასებით წარმატების მიღწევაში ვეხმარები. ყველამ იცის, რა არის ჩვენი მიზანი და დარწმუნებული ვარ, ყველა ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბი 100%-ს გაიღებს, რომ სეზონი წარმატებული იყოს.

საქართველოს ნაკრებში მოხვედრა ჩემი ოცნება იყო. სიტყვებით ძნელია აღწერო ყველა ის განცდა, რაც იმ მომენტში მქონდა. ნამდვილად ვამაყობ, რომ ქართველი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს ქვეყანას დავეხმარო და ქართველმა ხალხმა ჩემით იამაყოს“, - თქვა გულიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გულიაშვილს მიმდინარე სეზონში 10 გოლი აქვს გატანილი, 9 ბოსნიის ჩემპიონატში და 1 - კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

0.116908