ფეხბურთი

18:04 | 22.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ივან ძაძარონი: "6 მილიონზე უარს თუ იტყვის, კვარაცხელია უნდა გაყიდონ"

იტალიელმა ჟურნალისტმა ივან ძაძარონიმ „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, თუ ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლელთა ახალ შეთავაზებაზე უარს იტყვის, მაშინ კლუბმა ის უნდა გაყიდოს.

„კვარაცხელია „ნაპოლის“ შეთავაზებით კმაყოფილი უნდა იყოს. წელიწადში 5/6 მილიონი ევრო ბევრია. თუ ეს არ მოეწონება, მაშინ უნდა გაყიდონ, რითაც კლუბი 100 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და სხვა ფეხბურთელს იყიდის, მაგალითად, თუ სიმართლეა, რომ მისი ყიდვა პსჟ-ს სურდა“, - თქვა ძაძარონიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და ამჟამად მხარეები მის განახლებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა, ჯერჯერობით, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

პარალელურად, იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb-ი წერს, რომ „ემპოლისთან“ მატჩს „მანჩესტერ იუნაიტედის“ წარმომადგენლები დაესწრნენ, რომელთა სამიზნე კვარაცხელია და ალესანდრო ბონჯორნო იყვნენ.

„ნაპოლი“ მომდევნო ზაფხულს კვარაცხელიას გაყიდვას 100 მილიონ ევროდ ეცდება, თუ ის კონტრაქტის განახლებაზე უარს იტყვის.

0.119895