ფეხბურთი

16:00 | 22.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრიციო რომანო: "ნაპოლის" კვარაცხელიასთვის ახალი შეთავაზება უკვე მზად აქვს"

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელიასთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზება მზად აქვს და შეხვედრა უახლოეს ხანში გაიმართება.

„ნაპოლიმ“ უკვე მოამზადა ახალი კონტრაქტი ხვიჩა კვარაცხელიასთვის, სეზონში 5-6 მილიონი ევროს ანაზღაურებით. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებები მის წარმომადგენლებთან მომდევნო კვირებში გაგრძელდება“, - წერს რომანო.

აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ იტალიური მედია კარგა ხანს და ისიც ცნობილი გახდა, რომ შეხვედრა 26 ოქტომბრის შემდეგ მილანში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და ის ამჟამად გუნდში 1.5 მილიონი ევროთი გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105838