ესპანელმა სპეციალისტმა რაფაელ ბენიტესმა, რომელიც მანამდე ლონდონის „ჩელსის" ხელმძღვანელობდა, თავისი მოსაზრება გაუზიარა ჟურნალისტებს მიმდინარე სეზონში „ლურჯების" თამაშის შესახებ.
„ჩელსიმ“ შეიძლება იამაყოს იმით, რომ ბევრს უტევს, მაგრამ თუ ტიტულების მოგება გინდა, ბალანსი უნდა შეინარჩუნო. დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ კარგები ხართ არა მხოლოდ შეტევაში, არამედ დაცვაშიც. ისინი ძალიან კარგები არიან შეტევაში, მაგრამ მუშაობენ თუ არა დაცვაში? ამაში დარწმუნებული არ ვარ“, - ციტირებს ჟურნალისტი საიმონ ფილიპსი ბენიტესის სიტყვებს სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).
რვა ტურის შემდეგ „ჩელსიმ“ 14 ქულა დააგროვა. ენცო მარესკას გუნდი ჩემპიონატში მეექვსე ადგილზეა.