ფეხბურთი

11:10 | 22.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალის“ მწვრთნელი არტეტა: „ნამდვილად თანავუგრძნობ „შახტარს“’ იმ სიტუაციის გამო, რომელშიც იმყოფება“

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში „შახტართან“ საშინაო მატჩის წინ დონეცკელთა წინაშე არსებული სირთულეების შესახებ ისაუბრა.

„ცხადია, ძალიან თანაუგრძნობ სიტუაციას, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ. წარმომიდგენია, როგორ იმოქმედებს ეს თქვენზე, მთელ ქვეყანაზე, თქვენს ოჯახებზე და გარემოზე. შთამბეჭდავია მათი დამოკიდებულება იმ სიტუაციის მიმართ, რომელშიც აღმოჩდნენ.

განა ფეხბურთი ყველაზე მნიშვნელოვანია მსოფლიოში? არა, ნამდვილად არა. მით უმეტეს, თუ შევადარებთ იმ სიტუაციას, რომელშიც „შახტარი" იმყოფება. მაგრამ მათ გადაწყვიტეს ფეხბურთი გამოეყენებინათ ბევრი პოზიტიური ნიშნით, რაც ახალისებს ცხოვრებას.

სპორტს შეუძლია სიხარული მოუტანოს ადამიანებს და ეს არის ის, რაც ძალიან კარგად უნდა გავითავისოთ“, - ციტირებს არტეტას სიტყვებს ლონდონური კლუბის ოფიციალური საიტი.

„არსენალისა“ და „შახტარის“ მატჩი დღეს, 22 ოქტომბერს გაიმართება ლონდონში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

მანამდე უკრაინული კლუბის მწვრთნელმა განაცხადა, რომ „შახტარს“ „არსენალთან“ მატჩზე ჩასასვლელად 13 საათი დასჭირდა მგზავრობა.

შეგახსენებთ, „შახტარში“ საქართველოს ნაკრების მცველი, ირაკლი აზაროვი თამაშობს.

0.117063