ფეხბურთი

1:30 | 22.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

La Repubblica: კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვას რისკავს

იტალიური გამოცემა La Repubblica წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი შეიძლება დაკარგოს.

გამოცემა ამას ორი ფაქტორით ხსნის: კონტრაქტთან დაკავშირებული პრობლემებით და არცთუ ისე კარგი სათამაშო ფორმით მაშინ, როცა მისი კონკურენტი დავიდ ნერეშია, რომელიც შეცვლაზე ძალიან კარგად ერთვება მატჩებში.

„ამჯერად პრობლემა უფრო კომპლექსურია, რადგან თამაშში მწვრთნელის და ქართველ თავდამსხმელს შორის პირადი ურთიერთობაც შემოდის. მწვრთნელს, რომელმაც ივლისში ყველაფერი გააკეთა მის შესანარჩუნებლად. ახლა კი, „ნაპოლის“ მწვრთნელის პრიორიტეტი გასახდელში კარგი ატმოსფეროს შენარჩუნებაა. კვარა კონტრაქტის განახლების ან საუკეთესო ფორმაში დაბრუნების გარეშე რისკავს, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგოს, ბრაზილიელი ნერეშის სასარგებლოდ“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში სერია A-ს 8 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ კი საგოლე პასი მიითვალა.

0.121524