ფეხბურთი

0:58 | 22.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიამ" მოუგებელ "ლას პალმასთანაც" წააგო და ბოლო ადგილზე დაეშვა

„ვალენსიამ“ ლა ლიგის მე-10 ტურში ბოლოადგილოსან და აქამდე მოუგებელ „ლას პალმასთან“ საკუთარ მოედანზე წააგო - 2:3...

რუბენ ბარახას გუნდმა სეზონი კოშმარულად დაიწყო და უკვე შეიძლება ითქვას, რომ გავარდნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. „ლას პალმასს“ 9 ტურში 3 ქულა ჰქონდა მოპოვებული (3 ფრე, 6 წაგება), მაგრამ „მესტალიიდან“ 3 ქულა წაიღო.

„ვალენსია“ მე-14 წუთზე პეპელუს გოლით დაწინაურდა, მაგრამ მერე სამჯერ გაუშვა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა, უქულოდ მაინც დარჩა.

გიორგი მამარდაშვილმა 3 დარტყმა მოიგერია, მაგრამ პირველ გაშვებულ გოლში ალბათ, უკეთ მოქმედებაც მართებდა. აი, მეორე და მესამე გოლები მთლიანად „ღამურების“ უსუსტესი დაცვის სინდისზეა.

„ვალენსია“ 6 ქულით ბოლო ადგილზე დაეშვა, „ლას პალმასსაც“ 6 ქულა აქვს, მაგრამ ბურთების უკეთესი ბალანსით. „ლოს ჩე“ მომდევნო ტურში 27 ოქტომბერს, „ხეტაფეს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113345