სხვა

22:49 | 21.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა კუდოისტებმა საერთაშორისო ტურნირზე 12 მედალი მოიპოვეს

12 მედალი მოიპოვეს ქართველმა კუდოისტებმა, ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირ - ევრაზიის თასზე. შეჯიბრი სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში გაიმართა. საქართველოდან ტატამიზე 14 სპორტსმენი გავიდა. საიდანაც 12-მა მედლის მოპოვება შეძლო, აღნიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებში 2 გოგო ასპარეზობდა და ორივემ მედლი მოიპოვა. ქართველი კუდოისტების ანგარიშზე 3 ოქროს, 6 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალია.

ტურნირის გამარჯვებული გიორგი ჟვანია, ლუკა აჩბა და საბა მარკელია გახდნენ, ვერცხლის მედლები ვასილ დვალაძემ, თორნიკე კურტანიძემ, მარიამ ნანავამ, ანჟელა მომცელიძემ, დიტო ბერაიამ და გიორგი ძვაბავამ მოიპოვეს. ბრინჯაოს დევან დარასელია, გიორგი ხარატიშვილი და ანდრია ზუხბაია დაეუფლნენ.

0.12498