უზბეკეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში „ნავბაჰორი“ სტუმრად „ნეფთჩის“ დაუზავდა, ერთი გოლი კი, თომა ტაბატაძემ გაიტანა.
ქართველმა ფორვარდმა მე-80 წუთზე პენალტით გაათანაბრა ანგარიში (1:1) და სეზონში მეცხრე გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში გუნდებმა კიდევ თითო გოლი გაცვალეს და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
„ნავბაჰორი“ 21 ტურის შემდეგ 30 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 25 ოქტომბერს, „მეტალურგს“ უმასპინძლებს.