ფეხბურთი

20:30 | 21.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი პაპუნაშვილის გოლით "ზირა" აზერბაიჯანის ჩემპიონატში მარცხს გადაურჩა (+VIDEO)

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-10 ტურში „ზირამ“ „საბაჰს“ უმასპინძლა, რომელსაც დაუზავდა და ეს გიორგი პაპუნაშვილის დამსახურებაა.

ქართველი ფეხბურთელი თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო, როცა მისი გუნდი მარცხდებოდა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ანგარიში გაათანაბრა და გუნდს ქულა გადაურჩინა.

პაპუნაშვილმა „ზირაში“ სადებიუტო გოლი გაიტანა. დავით ვოლკოვმა შეუცვლელად ითამაშა.

„ზირა“ 16 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 26 ოქტომბერს, „არაზს“ ესტუმრება.

0.118269