ფეხბურთი

19:54 | 21.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

Sky Sport: "ნაპოლი" შეთავაზების გაუმჯობესებას არ გეგმავს, მხარეები მალე შეხვდებიან

Sky Sport-ის ცნობით, „ნაპოლის“ ხელმძღვანელობასა და ხვიჩა კვარაცხელიას აგენტებს შორის შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება.

მხარეები „მილანში“ შეხვდებიან, „ნაპოლი“ – „ლეჩეს“ და „მილანი“ – „ნაპოლის“ მატჩებს შორის. ცხადია, ისინი კონტრაქტის საკითხზე იმსჯელებენ, რაზეც შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს.

ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, „ნაპოლის“ მაქსიმალური შეთავაზება სეზონში ბონუსებით 6 მილიონი ევროა, რომლის გაზრდასაც არ აპირებს და ეს არის საბოლოო შეთავაზება კლუბის მხრიდან. ფეხბურთელის გარემოცვა სეზონში 8 მილიონ ევროს ითხოვს, მაგრამ კლუბი დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

„ნაპოლის“ სურვილია ხვიჩას ხელშეკრულება 2029 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივოს, ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდით, თუმცა, ჯერჯერობით, როგორც ვთქვით, შეთანხმება მიღწეული არაა.

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ამჟამად გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია. მან „ნაპოლიში“ დღემდე 98 მატჩში 29 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113164