ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურის სიმბოლურ ნაკრებში გრაცის "შტურმის" ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი შეიყვანეს.
ქართველმა ფეხბურთელმა გასულ უიქ-ენდზე „გრაცერის“ წინააღმდეგ 5:2 მოგებულ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. ოთარი როგორც ბუნდესლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა, ასევე ცნობილმა გამოცემა Kicker-მა გამოარჩია.
ამასთან, კიტეიშვილი ტურის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვისაც იბრძვის გამოცემა Laola-ს ვერსიით, რომელიც გამოკითხვას აწარმოებს. კიტეიშვილის გარდა, ფანებს არჩევანის საშუალება აქვთ, ხოლო მისი კონკურენტები ანდრეას გრუბერი (აუსტრია), ქარიმ კონატე (ზალცბურგი), ნიკლას ჰედლი (რაპიდი) და ვალონ ბერიშა (ლასკი) არიან.
ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 13 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ საგოლე პასიც მიითვალა.