სხვა

11:24 | 21.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

რა არის მენტალური ჯანმრთელობა და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

მენტალური ჯანმრთელობა თავის თავში მოიცავს ჩვენს ემოციურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კარგად ყოფნას. გავლენას ახდენს იმაზე, რას ვფიქრობთ, რას ვგრძნობთ და როგორ ვმოქმედებთ, გვეხმარება სტრესთან გამკლავებაში, ჯანსაღი არჩევნის გაკეთებაში. მენტალური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია ცხოვრების ყველა ეტაპზე, ბავშვობიდან და მოზარდობიდან ზრდასრულობამდე.

დაგვეთანხმებით, რომ დღევანდელი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ხშირად გვიწევს მენტალური ჯანმრთელობის უგულებელყოფა, თუმცა უნდა გვახსოვდეს რომ მასზე ზრუნვა გვეხმარება სტრესთან გამკლავებაში, გვიმაღლებს განწობას, ამცირებს ქრონიკული დაავადებების რისკებს, აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს კონცენტრაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარს.

სულ პატარა ნაბიჯიც კი, რომელსაც ჩვენი მენტალური კეთილდღეობისთვის გადავდგამთ, უდიდეს დადებით გავლენას მოახდეს ჩვენი ცხოვრების ხარისხზე.

რამდენიმე რჩევასაც გაგიზიარებთ:

  • იყავით ფიზიკურად აქტიურები;
  • იკვებეთ ჯანსაღად;
  • აკონტროლეთ ძილის რეჟიმი;
  • გაატარეთ დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად;
  • დაისვენეთ საკმარისად;
  • საჭიროების შემთხვევაში კი მიმართეთ სპეციალისტს.

და ბოლოს...

მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მუდმივი პროცესია, მუდმივად თქვენი ზრუნვის ობიექტი.

თქვენს ყოველდღიურობაში პატარა, პოზიტიური ცვლილებებით შეძლებთ, უდიდესი წვლილი შეიტანოთ თქვენსავე მენტალურ კეთილდღეობაში და რა თქმა უნდა, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ დახმარების თხოვნა სირცხვილი არ არის.

ასე რომ, თუ ფიქრობთ, რომ პროფესიონალს შეუძლია დაგეხმაროთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია. „ავერსის კლინიკაში“ ფსიქოთერაპევტთან ჩაწერა ონლაინაც შეგიძლიათ საიტიდან.

®

0.114881