ფეხბურთი

21:01 | 20.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედო" ზედიზედ მეორედ დამარცხდა და ლიდერობა დაკარგა

საქართველოს ეროვნული ლიგის 29-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდები, „იბერია“ და „ტორპედო“ შეხვდნენ, რომელშიც მასპინძლებმა ადვილად გაიმარჯვეს.

ყველაფერი პირველივე ტაიმში გაირკვა, როდესაც ლევან კორღალიძის გუნდმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

ანგარიში შეიკნე სილამ გახსნა, მერე კი, იური ტაბატაძემ და ოთარ მამაგეიშვილმა გამოიჩინეს თავი და შეხვედრას ინტრიგა შესვენებამდე მოუკლეს.

ამ გამარჯვებით „იბერიამ“ 58 ქულა დააგროვა და „ტორპედოს“, რომელიც ლიდერი იყო, გადაასწრო. სტივ კინის გუნდის აქტივში ახლა 57 ქულაა. აღსანიშნავია, რომ იმერლებმა ბოლო ორი თამაში წააგეს.

მომდევნო ტურში „იბერია“ „სამტრედიას“ შეხვდება, ხოლო „ტორპედო“ – „დინამო თბილისს.

„იბერია“ – „ტორპედო“ 3:0 (3:0)

გოლები: 1:0 სილა (3), 2:0 ტაბატაძე (35), 3:0 ო. მამაგეიშვილი (38)

0.124769