ფეხბურთი

20:30 | 20.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტიმ" მცველების გოლებით მოიგო

ინგლისის პრემიერლიგის მერვე ტურში „მანჩესტერ სიტი“ „ვულვზს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

პეპ გვარდიოლას გუნდი მეშვიდე წუთზე ჩამორჩა, მაგრამ შემდეგ ორი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს. ჯერ იოშკო გვარდიოლმა გაათანაბრა ეფექტური გოლით, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე კიდევ ერთმა მცველმა, ჯონ სტოუნსმა შეაგდო - 2:1.

„მანჩესტერ სიტი“ 20 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 26 ოქტომბერს, „საუთჰემპტონს“ უმასპინძლებს.

0.128016