სხვა

19:56 | 20.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

გორ აივაზიანი ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონი გახდა

გორ აივაზიანი ევროპის ჩემპიონია. 23-წლამდე კონტინენტის პირველობის ფინალში ქართველმა მოკრივემ სომეხი რუსლან ასლიკიანი 4:1 დაამარცხა. გადამწყვეტ შეხვედრამდე მან ოთხი ბრძოლა გამართა. აივაზიანმა შეჯიბრება საკვალიფიკაციო ეტაპზე ტურნირის მასპინძელი ქვეყნის, ბულგარეთის წარმომადგენელ ნიკოლაი მარინოვის ძლევით დაიწყო, რასაც მერვედფინალში, მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში უკრაინელი დენის როზდოლსკის, ირლანდიელი შეინ რაიან გევინისა და ინგლისელი ლეონარდო ვუდის დამარცხება მოჰყვა.

ოქროს მედლის მოპოვების კარგი შანსი ჰქონდა თათია ბუკიას (81 კგ), თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში მან უკრაინელ ირინა ლუცაკთან წააგო და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. გიორგი გუცაევმა კი შარშანდელი ევროპის ჩემპიონატის მსგავსად, წლევანდელი ტურნირიც საპრიზო მესამე ადგილზე დაასრულა. გუცაევი ბრძოლაში მერვედფინალიდან ჩაება და ირლანდიელ კიან ჰედერმანს აჯობა, რასაც მეოთხედფინალურ ეტაპზე სერბ მარკო პიზურიცასთან გამარჯვება მოჰყვა. თუმცა, სამწუხაროდ, ნახევარფინალში ინგლისელ ტინ სტოტთან ვერაფერი გააწყო და ბრინჯაოს პრიზიორობით დაკმაყოფილდა.

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელით საერთო ჯამში 12 მოკრივე ასპარეზობდა და საქართველოს დელეგაციამ გამოსვლა 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

0.111298