ფეხბურთი

19:26 | 20.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის საგოლე პასი ლიგა 1-ში, "ლიონმა" მოიგო (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 1-ის მერვე ტურში „ლიონი“ „ლე ავრს“ ესტუმრა, რომელიც ადვილად, 4:0 დაამარცხა.

გიორგი მიქაუტაძემ 71-ე წუთიდან ითამაშა და საგოლე პასი მიითვალა. როცა ქართველი თამაშში ჩაერთო, „ლიონი“ უკვე 3:0-ს იგებდა, ხოლო 87-ე წუთზე ის გატანაში საიდ ბენრაჰმას დაეხმარა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მიქაუტაძეს „ლიონში“ 9 მატჩი აქვს ჩატარებული და ეს მისთვის პირველი შედეგიანი მოქმედებაა, გოლი კი, ჯერ არ გაუტანია.

„ლიონი“ 13 ქულით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 27 ოქტომბერს, „ოსერს“ უმასპინძლებს.

0.123341