ფეხბურთი

18:39 | 20.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" მეკარე: "კვარაცხელია ვარჯიშებზეც ფენომენია"

„ნაპოლის“ მეკარემ ელია კაპრილემ „ემპოლისთან“ მატჩის (1:0) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა.

„ვარჯიშის დროს კვარა ისეთივე ფენომენია, როგორც მატჩებში. როგორ ურტყამს პენალტებს, ამაზე სჯობს არაფერი ვთქვა, რომ მეტოქეებს უპირატესობა არ მივცე“, - აღნიშნა კაპრილემ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას კვარაცხელიას ანგარიშზე სერია A-ს მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე პასია. „ნაპოლი“ 19 ქულით პირველ ადგილზეა და მომდევნო ტურში 26 ოქტომბერს, „ლეჩეს“ უმასპინძლებს.

0.116593