გერმანიის II ბუნდესლიგის მეცხრე ტურში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ „ულმს“ ესტუმრა, რომელიც 1:0 დაამარცხა.
გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე მარსელ ფანკემ თავური დარტყმით გაიტანა და ამის მერე მატჩი არც განახლებულა.
ბუდუ ზივზივაძემ 87-ე წუთამდე ითამაშა, გოლი ვერ გაიტანა, რასთანაც თამაშის მიწურულს ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა. 30 წლის ფორვარდს II ბუნდესლიგის 9 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი (ორი საგოლე პასიც), რითაც ბომბარდირებში მესამე ადგილზეა.
„კარლსრუე“ 9 ტურის შემდეგ 19 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 26 ოქტომბერს, „ჰერტას“ უმასპინძლებს.