ფეხბურთი

17:45 | 20.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია გოგლიჩიძეზე: "კვარაცხელიას წინ ფეხები არ უკანკალებდა, მისი შეზღუდვა მოახერხა"

იტალიური მედია „ნაპოლისთან“ „ემპოლის“ მცველის საბა გოგლიჩიძის თამაშს გამოეხმაურა.

მან კარგი შეფასება დაიმსახურა, რაც ლოგიკურია, რადგან კარგად ითამაშა.

Calciomercato 6 ქულა: „თანამემამულე კვარაცხელია საერთო შეზღუდა“.

La repubblica 6 ქულა: „მომთმენი და კონცენტრირებული. თავის ზონაში თითქმის არაფერი მიუღია“.

Tuttomercaweb 6 ქულა: „მშვენიერი დაპირისპირება თანამემამულე კვარაცხელიასთან. როდესაც მასთან ერთი-ერთზე დარჩა, ფეხები არ უკანკალებდა“.

Pianetaempoli 6.5 ქულა: „კვარაცხელიას აჯობა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. თანამემამულეს საკუთარი ნიჭის გამოვლენის საშუალებას არ აძლევდა“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში საბა გოგლიჩიძემ 6 მატჩი ჩაატარა. „ემპოლი“ 10 ქულით მე-11 პოზიციაზეა და „პარმას“ 27 ოქტომბერს, სტუმრად დაუპირისპირდება.

0.10217