ფეხბურთი

11:42 | 20.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფონსეკა ლეაუს უთამაშებლობაზე: "მილანი" ნებისმიერ ფეხბურთელზე მნიშვნელოვანია"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ „უდინეზესთან“ მატჩის შემდეგ რაფაელ ლეაუზე ისაუბრა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა მისი თანამემამულე ფეხბურთელი მთელი თამაშის განმავლობაში სათადარიგო სკამზე დატოვა, რაზეც მან კომენტარი გააკეთა:

„შესაძლოა, თქვენთვის უცნაურია, რომ მოედანზე რაფას ვერ ხედავთ, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავი უნდა იყოს. ლეაუს სათადარიგო სკამზე დანახვა არ არის ჩვეულებრიობა, არამედ ჩვეულებრივი, ნორმალური ამბავი ისაა, რომ მთავარი გუნდია და არა კონკრეტული ფეხბურთელი. „მილანს“ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ნებისმიერ ფეხბურთელს“, - თქვა ფონსეკამ.

შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ „უდინეზე“ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

0.114863