ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს განვლილ 8 ტურში ერთადერთი გოლი გაუშვა, რითაც პირადი რეკორდი დაამყარა.
ისტორიაში პირველად, „ბიანკონერიმ“ სერია A-ს საწყის 8 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა - უკეთესი შედეგი ამ მონაკვეთისთვის არასდროს ჰქონია.
აქამდე ტურინელთა საუკეთესო შედეგი იყო 8 ტურში გაშვებული 2 გოლი (1966-1967, 1986-1987, 2004-2005 და 2005-2006 წლების სეზონებში), ახლა ეს შედეგი გააუმჯობესა.
აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსმა“ ეს ერთადერთი გოლი „კალიარისგან“ გაუშვა, ისიც პენალტით და მატჩის მიწურულს.