ფეხბურთი

0:36 | 20.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" მძიმე გამარჯვება "ლაციოსთან"

იტალიის სერია A-ს მერვე ტურში ტურინის „იუვენტუსმა“ რომის „ლაციოს“ უმასპინძლა, რომელიც უმძიმეს ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

„იუვე“ 24-ე წუთიდან რიცხობრივ უპირატესობაში იყო, როცა ბოლო იმედის ჯარიმისთვის რომაელებს ალესიო რომანიოლი გაუძევეს. თუმცა, ტიაგო მოტას გუნდს მაინც ძალიან გაუჭირდა.

ტურინელებმა რამდენიმე მომენტი შექმნეს, მაგრამ ძალიან ახლოს იყვნენ ქულები ისევ დაეკარგათ. თუმცა, 85-ე წუთზე „ლაციოს“ მცველმა ხილამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ამან მატჩის ბედი გადაწყვიტა.

„იუვენტუსს“ 8 ტურის შემდეგ 16 ქულა აქვს და ამ დროისთვის ლიდერობას „ნაპოლისთან“ ერთად იყოფს. „იუვე“ სერია A-ში ერთადერთი დაუმარცხებელია გუნდია და განვლილ 8 ტურში ერთადერთი გოლი გაუშვა. „იუვენტუსის“ ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა 8 ტურის შემდეგ მხოლოდ ერთი გოლი აქვს მიღებული იტალიის ჩემპიონატში.

0.131797