ფეხბურთი

1:17 | 20.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

მბაპეს გოლი მადრიდის „რეალს“ „სელტას“ დამარცხებაში დაეხმარა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-10 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში, მადრიდის „რეალი“ ვიგოში „სელტას“ ეწვია და 1:2 დაამარცხა.

ანგარიში მე-20 წუთზე მადრიდელმა კილიან მბაპემ გახსნა. „სელტას“ საპასუხო გოლი 51-ზე ვილიოტ სვედბერგმა გაიტანა. თუმცა სტუმრებმა მაინც იძალეს, გამარჯვების გოლი ბრაზილიელმა ვინისიუსმა შეაგდო - 1:2.

10 მატჩის შემდეგ „რეალი“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა 24 ქულით. ამდენივე მატჩის შემდეგ 13-ქულიანი „სელტა“ მეათეა.

მომდევნო ტურში, 26 ოქტომბერს, „რეალი“ ლიდერ „ბარსელონას“ დაუპირისპირდება, რომელიც კვირას, 20 ოქტომბერს, „სელტას“ უმასპინძლებს.

ესპანეთი. პრიმერა დივიზინი. მე-10 ტური. 19 ოქტომბერი: ბილბაო - ესპანიოლი 4:1, ოსასუნა - ბეტისი 1:2, ჟირონა - სოსიედადი 0:1, სელტა - რეალი 1:2

0.068511