ფეხბურთი

20:42 | 19.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ბრენტფორდთან“ აგებდა, მაგრამ მაინც გაიმარჯვა

დასრულდა ინგლისის პრემიერლიგის 2024/2025 წლების სეზონის მე-8 ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ბრენტფორდი“ შეხვდნენ. თამაში „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართა და მანჩესტერელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

საინტერესოა, რომ 45+5 წუთზე ანგარიში „ბრენტფორდის“ მცველმა ეთან პინოკმა გახსნა. თუმცა ორ წუთში მასპინძლებმა გაათანაბრეს, ბურთი ალეხანდრო გარნაჩომ გაიტანა. ეს არგენტინელის „მანჩესტერის“ მაისურით გატანილი მე-20 გოლი გახლდათ.

გამარჯვებისა კი 62-ე წუთზე რასმუს ჰოილუნდმა შეაგდო.

რვა ჩატარებული მატჩის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 11 ქულით მე-10 ადგილზეა. მსგავსი რაოდენობის მატჩების შემდეგ 10-ქულიანი „ბრენტფორდი“ მე-12 საფეხურზე დგას.

0.115041