„დინამო თბილისმა“ საქართველოს ეროვნული ლიგის 29-ე ტურში „თელავი“ 5:1 გაანადგურა.
პირველ ტაიმში საბა ხვადაგიანმა და ვახტანგ სალიამ გაიტანეს, ხოლო მეორე ნახევარში სალიამ დუბლიც გაიფორმა. შემდეგ თითო გოლი ვასილიოს გორდეზიანმა და მათე ვაწაძემ შეაგდეს.
„დინამო თბილისი: 38 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში „ტორპედოს“ შეხვდება, ხოლო „თელავი“ 24 ქულით ბოლო პოზიციაზეა და წინ „დილასთან“ მატჩი ელოდება.
„დინამო თბილისი“ – „თელავი“ 5:1 (2:0)
გოლები: 1:0 ხვადაგიანი (20), 2:0 სალია (38), 3:0 სალია (60), 4:0 გორდეზიანი (66), 4:1 გეორგიევიჩი (78), 5:1 ვაწაძე (80)