ფეხბურთი

19:52 | 19.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერმა“ „აინტრახტი“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

გერმანიის ბუნდესლიგის 2024/2025 წლების სეზონის მე-7 ტურის მატჩში, ლევერკუზენის „ბაიერმა“ ფრანკფურტის „აინტრახტს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

მე-16 წუთზე ანგარიში „აინტრახტის“ თავდამსხმელმა ომარ მარმუშმა გახსნა. ეს ეგვიპტელის მე-9 გოლი გახლდათ ბუნდესლიგის წლევანდელ სეზონში და ის ბომბარდირთა დავას კვლავ ლიდერობს.

ცხრა წუთის შემდეგ, „ბაიერის“ საპასუხო გოლი ნახევარმცველმა რობერტ ანდრიჩმა გაიტანა. თამაშის საბოლოო შედეგი 72-ე წუთზე ფორვარდმა ვიქტორ ბონიფასემ დააფიქსირა - 2:1. მანვე თამაშის დასაწყისში პენალტი ვერ გაიტანა.

შვიდი მატჩის შემდეგ „ბაიერი“ ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, 14 ქულით. მსგავსი რაოდენობის მატჩების შემდეგ 13-ქულიანი „აინტრახტი“ მეხუთე ადგილზე დგას.

0.121613